კახეთში კორონავირუსით კიდევ 220 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1 347 კვლავ თილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 125, იმერეთში - 461, ქვემო ქართლში -153, შიდა ქართლში - 189, გურიაში - 178, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 266, კახეთში - 220, მცხეთა-მთიანეთში - 77, სამცხე-ჯავახეთში - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 42.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 718 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google