სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი გახდა
სომხეთის პარლამენტმა დღეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად 71 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, ვაჰაგნ ხაჩატრიანი აირჩია. ის მმართველმა ფრაქცია "სამოქალაქო თანხმობამ" წარადგინა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მოულოდნელად გადადგა. თავისი გადაწყვეტილება მან პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებით ახსნა.

არმენ სარქისიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან და პარლამენტის უმრავლესობასთან ჰარმონიაში უნდა იმუშაოს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ - უნდა ავსებდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google