თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების პირველი პარტია შემოვიდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30 დასახელების პრეპარატია შემოტანილი.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ძირითადად შემოსულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები და ამ მედიკამენტების ფასები თითქმის განახევრებულია. რამდენიმე ქსელურ აფთიაქში აღნიშნული პრეპარატები უკვე იყიდება.

სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი კვირისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ამ მიზნით, ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტიც.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თურქეთი / წამალი /