ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა აიღეს
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავეს.აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარიც, თუმცა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ ენერგოდართან, სადაც ატომური სადგური მდებარეობს, მთელი დღე ბრძოლა იყო, თუმცა ღამე რუსმა სამხედროებმა შეძლეს ქალაქში შესვლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და რუსეთი ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა.


წყარო: sknews.ge
| Print |
FaceBook Twitter Google