ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს - გაზეთი The Times
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა სულ მცირე სამჯერ ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Times-ი ავრცელებს.

როგორც წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნეს ორი სხვადახვა ჯგუფი - დაქირავებულები მებრძოლები პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერიდან“ და ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.

მათივე ინფორმაციით, შაბათს, კიევში გაანადგურეს ჩეჩენ დაქირავებულთა რაზმი, რომელიც ასევე ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.

წყარო: imedinews
| Print |
FaceBook Twitter Google