საქართველოში კორონავირუსის 1716 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 1716 ახალი შემთხვევა. აქედან, კახეთში დადასტურებულია 156 შემთხვევა, ხოლო თბილისში- 672.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 16 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1551 პაციენტი.

სულ ჩატარებულია 19 857 ტესტი, მათ შორის, 17 226 ანტიგენ ტესტი და 2 631 PCR ტესტი.

დომინანტი კვლავ ომიკრონის B.A.2 შტამია.


რაც შეეხება ვაქცინაციას, 15 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 834 936 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 354 081 ადამიანი, რაც ზრდასრულის მოსახლეობის 47.1%- ია.

სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43.6% - 1 251 778 ადამიანი.

ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 226 180 ადამიანს.
| Print |
FaceBook Twitter Google