თანამედროვე სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციის მიზნით, თელავის
მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის სამაგიდო თამაშების კლუბის
ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი
შეხვედრები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში იგეგმება
თელავის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სამაგიდო თამაშების კლუბის
ჩამოყალიბება და მათი სხვადასხვა თანამედროვე თამაშით მომარაგება.
„ორგანიზატორების ინფორმაციით, სხვადასხვა შინაარსის და დატვირთვის
ინტელექტუალური თამაშები ახალგაზრდების განვითარებას ( ყურადღების
კონცენტრაცია, სტრესის დაძლევა, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის
უნარი ) უწყობს ხელს.
სამაგიდო თამაშების ტურნირი 11 მარტს დაიწყო და 24 ივნისს
დასრულდება.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება თელავის
მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში შეუძლიათ.“ - ვკითხულობთ
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამაშების განრიგი ასეთია:
18 მარტს, 25 მარტს და 1 აპრილს სამაგიდო თამაშები ფშაველსა და
ართანაში გაიმართება.
8 აპრილს, 15 აპრილს, 22 აპრილს და 29 აპრილს თამაშები ნაფარეულსა და
კისისხევში ჩატარდება.
6 მაისს, 13 მაისს, 20 მაისს და 27 მაისს თამაშებს ქვემო ხოდაშენი და
კონდოლი უმასპინძლებს.
3 ივნისს, 10 ივნისს, 17 ივნისს და 24 ივნისს სამაგიდო თამაშები
იყალთოსა და ვარდისუბანში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები