საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა. აქედან, კახეთში 88, ხოლო თბილისში 434 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2831 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 21 620 ტესტი, მათ შორის, 19 218 ანტიგენ და 2402 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

| Print |
FaceBook Twitter Google