კახეთში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა
კახეთის რეგიონში შეუჩერებლად თოვს,რამაც პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტებს შორის ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა გართულებულია. შეფერხებებია ქალაქ თელავშიც, სადაც ინტენსიური თოვაა და მოქალაქეები ფეხით გადადგილდებიან. თოვლის საფარი ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე 40 სანტიმეტრს აღწევს.
თელავის მერის ლევან  ანდრიაშვილის განცხადებით, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი,თუმცა ინტენსიური თოვა გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს. ქალაქში შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც.

აკრძალვებია დაწესებული ვაზიანი -გომბორი- თელავის  გზაზე. გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.
| Print |
FaceBook Twitter Google