უამინდობის გამო კახეთის გზებზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
ინტენსიური თოვის გამო,საქართველოს გზებზე, მათ შორის კახეთში, გადაადგილების სპრციალური რეჟიმი მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ35 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
| Print |
FaceBook Twitter Google