საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 41, ხოლო თბილისში 193 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 9 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1225 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 5 885 ტესტი. აქედან, 3 783 ანტიგენ ტესტი და 2 102 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.


რაც შეეხება ვაქცინაციას, 21 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 842 541 აცრა. 20 მარტს ჩატარდა 130 აცრა.

მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 356 232 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 47.2%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 1 253 736 მოქალაქე - ზრდასრული მოსახლეობის 43.6%

ბუსტერ დოზით აცრილია 229 598 ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google