თელავში რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა
თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშლა. შემთზვევა წუხელ მოხდა.
პირველ სართულზე დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცის ჩამონგრევის მიზეზი თოვლის მასა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, აღნიშნული კორპუსის გარეფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.

“კორპუსის სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირვერ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევს და მივიღებთ გადაწყვეტილებას .ამ კორპუსების გარეფასადები შარშან გაკეთდა.  სამუშაოებს შესრულებაზე მომუშავე კომპანიას აქვს საგარანტიო პირობები,  ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთ”- აცხადებს თელავის მერი.
| Print |
FaceBook Twitter Google