საქართველოში კორონავირუსი 1053 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 067 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 643 295 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 601 578 , გარდაცვლილია 16 678 პაციენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარაა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


| Print |
FaceBook Twitter Google