თელავში აფეთქება მოხდა
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში  აფეთქება მოხდა,რაც სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე მდგარი  მანქანაც დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google