საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 17, ხოლო თბილისში 121 ინფიცირების შემთხვევაა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 12 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 993 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 5 460 ტესტი, მათ შორის, 3 749 ანტიგენ ტესტი და 1 711 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტი ომიკრონის B.A.2 შტამი.

| Print |
FaceBook Twitter Google