საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა. აქედან, კახეთში 54, ხოლო თბილისში 254 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 10 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1036 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 22 903 ტესტი, მათ შორის, 20 175 ანტიგენ ტესტი და 2728 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტი ომიკრონის B.A.2 შტამი.


რაც შეეხება ვაქცინაციას, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 1672 აცრა.

29 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 855 078 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 359 851 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 47.3%-ია
.
სრულად ვაქცინირებულია 1 256 211 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43.7%.

| Print |
FaceBook Twitter Google