საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 36, ხოლო თბილისში 232 ინფიცირებულია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 6 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 540 პაციენტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

| Print |
FaceBook Twitter Google