საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 14, ხოლო თბილისში 106 ინფიცირებულია.

ინფორმაცის აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 2 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 685 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 5 184 ტესტი, მათ შორის, 3 587 სწრაფი ტესტი და 1 597 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 3 აპრილს 9 აცრა ჩატარდა.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 861 953 ვაქცინაცია.

მინიმუმ 1 დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 47.4% (1 361 922 ადამიანი)

სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43.8% (1 257 304 ადამიანი)

ბუსტერ დოზით 239 505 ადამიანია აცრილი.
| Print |
FaceBook Twitter Google