კოვიდსტატისტიკა იცვლება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა-577, ხოლო გარდაიცვალა 1 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით ბოლო 24 საათში 20 782 ადამიანი დაიტესტა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა შეადგენს 1 650 981-ს.
გამოჯანმრთელებულია 1 630 564 ადამიანი, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობაა 16 766.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 625, საიდანაც 439 მკურნალობას გადის ჰოსპიტალში ხოლო 3 186 ადამიანი ბინაზე მკურნლობას ექვემდებარება.




| Print |
FaceBook Twitter Google