როგორი იქნება ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი [Photo]
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი მოეწყობა, - ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


მათივე ცნობით, ზინობიანში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ასევე მოასფალტდება შიდა საუბნო გზა, მოეწყობა შეხვედრების სივრცე და თანამედროვე სტანდარტების სკვერი.


„პროექტის მიზანია, ზინობიანის ეთნოსოფლის - როგორც უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ვიზიტორების რაოდენობის და ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.“ - განმარტავენ მერიაში.

ცნობისთვის, შიდა საუბნო გზის მოასფალტების, სკვერის კეთილმოწყობისა და არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.









| Print |
FaceBook Twitter Google