დღეს საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 6 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი
.
სულ ჩატარებულია 5 489 ტესტი, მათ შორის, 3 743 სწრაფი ტესტი და 1746 PCR ტესტი.

უბირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
| Print |
FaceBook Twitter Google