რამდენია ჯარიმა ბზის უკანონო მოპოვებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ინფორმაციით, აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება. კანონდამრღვევი 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება.

მათივე ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

უწყების განმარტებით, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭება.

კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე -153; ზარი უფასო და კონფიდენციალურია.
| Print |
FaceBook Twitter Google