ჩუმლაყში ავარიას 25 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. ერთმანეთს "სუბარუს" მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი,25 წლამდე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. speqtri.ge შემთხვევის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google