სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით, 150 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე დავიწყო საუბარი. მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს."-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება.

სოციალურად დაუცველი ბავშვები დახმარების სახით ერთი წლის წინ 50 ლარს იღებდნენ, მოგვიანებით ეს დახმარება გაორმაგდა და 100 ლარი გახდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google