სოფელ შილდასთან ავარიას 25 წლის ქალი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის 
სოფელ შილდასთან. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოცურდა და ამობრუნდა.
მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google