როგორ ამინდს ვარაუდობენ 30აპრილამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30აპრილის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოსთან ერთად ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20-დან +25-მდე ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24-, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამის და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იყოს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /