გურჯაანში 493 სოციალურად დაუცველი დასაქმდა
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 493 სოციალურად დაუცველი დასაქმდა.
როგორც speqtri.ge-ს მერის მრჩეველმა, გოჩა ნაცვალაშვილმა განუცხადა, სულ 1758 ვაკანსია იყო გამოცხადებლი.

-"ეს ადამიანები სოციალურ სააგენტოში მიდიან და იქ სთავაზობენ ჩვენ მიერ წარდგენილ ვაკანსიებს, შემდეგ მერიაში მოდიან და უკვე ხელშეკრულება ფორმდება.  ამ წუთის მონაცემებით, 493 სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ძირითადად სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სამუსიკო სკოლებში, მუნიციპალურ სამსახურში, კულტურის ცენტრში, სპორტულ გაერთიანებაში, დასუფთავების სამსახურში. ვაკანსიები უმეტესად დასუფთავების სფეროს ეხება. ჩვენ კიდევ გადავხედავთ კატეგორიებს და ვაკანსიებს აუცილებლად გამოვაცხადებთ. ოჯახიდან დღეს შეიძლება 1 ადამიანი დასაქმდა და ხვალ სხვამაც მოინდომოს მუშაობა. ან თუ ვინმეს ჰყავს პატარა ბავშვი და ჯერ ვერ ახერხებს მუშაობას, შემდეგში მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა.“- გვითხრა გოჩა ნაცვლიშვილმა.  

ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, კახეთის რეგიონში სულ 712 სოციალურად დაუცველი დასაქმდა.

დასაქმების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:

● თბილისი – 39 დასაქმებული;
● მცხეთა-მთიანეთი – 110 დასაქმებული;
● სამეგრელო-ზემო სვანეთი – 156 დასაქმებული;
● შიდა ქართლი – 199 დასაქმებული;
● ქვემო ქართლი- 220 დასაქმებული;
● სამცხე-ჯავახეთი – 311 დასაქმებული;
● აჭარა – 495 დასაქმებული;
● იმერეთი – 582 დასაქმებული;
● კახეთი – 714 დასაქმებული;
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 615 დასაქმებული.
● გურია – 1160 დასაქმებული.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş