კორუფციის ნიშნები რთველის სუბსიდირების პროცესში
არასამთავრობო ორგანიზაცია " საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით, 2021 წლის რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება. მთავრობამ რთველზე ჯამში სულ 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია.
კვლევვაში ვკითხულობთ,რომ სუბსიდირებისას უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

კვლევის მიხედით, სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში” ჩაირიცხა. 2021 წელს ამ თანხამ ჯამში თითქმის 107 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: “მოსავლის მართვის კომპანიამ” პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღო 86,500,000 ლარი, ხოლო დამატებით 20,872,727 ლარი ღვინის სააგენტომ მისცა. ღვინის სააგენტოსგან მიღებული თანხით კომპანიას უნდა ჩაებარებინა როგორც საღი, ისე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, ხოლო 86,500,000 ლარით უნდა გადაემუშავებინა მიღებული მოსავალი, დაესაწყობებინა და ტრასპორტირება მოეხდინა, აგრეთვე გაესტუმრებინა სასესხო საკრედიტო ვალდებულებები. ამ თანხის მეშვეობით კომპანია აცხადებს გამარტივებულ შესყიდვებსაც და ოპერირებს წლის განმავლობაში.

"ღვინის სააგენტომ რთველის დაფინანსებაზე ჯამურად 47,447,110 ლარი გასცა. აქედან, როგორც აღვნიშნეთ, 20,872,727 ლარი “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე წავიდა, ხოლო დანარჩენი თანხა - 26,547,383 ლარი - 82 ღვინის მარნის სუბსიდიაზე დაიხარჯა. ღვინის სააგენტოში სულ 83 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა წინასწარ.

მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის #626 განკარგულების თანახმად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას” დაევალა ყურძნის მიმღები პუნქტების აღჭურვა შაქრის ავტომატური მზომი მოწყობილობებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ამისთვის დამატებით 3,500,000 ლარი ჩაერიცხა.

შპს “მოსავლის მართვის კომპანია” უმეტესწილად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რომლებსაც ძირითადად “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური კომპანიები იღებენ. ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის “‘ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30,343,512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში”, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3,626,420 ლარი გაიღეს,"- ნათქვამია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: მისი ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის შპს „ვაინ კახეთმა“, პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა, შპს „ქინძმარაულმა“ და ყოფილი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ - შპს „რთველისმა“, ჯამურად 800,000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს.

900,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს “დი ჯი ელმა”, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან”, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს “ქართული ოცნებიდან”.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს.

კვლევაში აღნიშნულია,რომ სუბსიდიის მიღების სქემა ასეთია: სუბსიდირების წესსა და ყურძნის ფასს განსაზღვრავს მთავრობა. ყურძნის ჩაბარების მსურველი კომპანიები წინასწარ, ელექტრონული ფორმით რეგისტრირდებიან რთველის საკოორდინაციო შტაბში - www.portal.wine.gov.ge. რთველის დაწყების შემდეგ, ღვინის კომპანია უხდის მევენახეებს ყურძნის წინასწარ დადგენილ ღირებულებას,; წარადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ღვინის სააგენტოში, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ ღვინის კომპანიებს ურიცხავს სუბსიდირებულ თანხებს. 2021 წელს ყურძენზე სუბსიდირებული თანხები შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 კგ რქაწითელზე - 0,35 ლარი, 1კგ კახურ მწვანეზე - 0,35 ლარი, 1კგ მუჯურეთულისა და 1 კგ ალექსანდროულისთვის - 3 ლარი.

ღვინის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წელს სახელმწიფოსგან გამოყოფილი სუბსიდიიდან 47,447,110 ლარი განაწილდა 83 ღვინის კომპანიაზე (იგულისხმება როგორც მცირე მარნები და ინდივიდუალური მეწარმეები, აგრეთვე დიდი კომპანიები). თუმცა, ამ თანხის თითქმის 45% - 20,872,727 ლარი - ერგო სახელმწიფო შპს “მოსავლის მართვის კომპანიას”, რომელსაც მთავრობამ განსაკუთრებული როლი მიაკუთვნა. მის 100-პროცენტიან წილს სოფლის განვითარების სააგენტო ფლობს. ეს კომპანია მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სააქციო საზოგადოება “აკურას” ქარხნის ბაზაზე შექმნა და ახლა უკვე სახელმწიფო მისი მეშვეობით ცდილობს ჭარბი მოსავლის მიღება/გადამუშავებას, სასპირტე მასალის წარმოებასა და მის გაყიდვას.

ამ თანხის გარდა, მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე კიდევ 86,500,000 ლარი გამოყო, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა 2020 წლის რთველზე სააქციო საზოგადოება “აკურას” მიერ აღებული სასესხო ვალდებულებები, დიდი ნაწილი კი პირდაპირ გადაეცა შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” 2021 წლის რთველის ფარგლებში კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ყურძნის ჩაბარების, მისი ტრანსპორტირების, გადამუშავების, იჯარისა და სასესხო ვალდებულებების ასანაზღაურებლად, ასევე დასეტყვილი ყურძნის შესასყიდად.

შპს “მოსავლის მართვის კომპანია” გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 აგვისტოს #1461 განკარგულების საფუძველზე. განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე არ დევს. სწორედ ეს განკარგულება აძლევს “მოსავლის მართვის კომპანიას” იმის საშუალებას, რომ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვები, ბაზრის კვლევის და სხვა პროცედურების გვერდის ავლით. ჩაბარებულ მოსავალს “მოსავლის მართვის კომპანია” ამუშავებს, ასაწყობებს და ინახავს ქვეკონტრაქტორ ღვინის კომპანიებში, პროდუქციას კი აუქციონის გზით ყიდის.


"მთავრობამ შპს „მოსავლის მართვის კომპანია” სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ჭარბი მოსავლის პრობლემა მოაგვაროს და მევენახეებში უკმაყოფილება დააცხროს, მით უფრო მაშინ, როცა რთველი და არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გადასახადის გადამხდელის ფული პოლიტიკური მიზნებით იხარჯება და საჯარო სიკეთის შექმნას არ ემსახურება."

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია კომპანიებზე, რომლებიც იღებენ საკმაოდ დიდ სუბსიდიებს და ამავდროულად  “ქართული ოცნების” შემწირველები არიან, მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ძირითადად იღებენ გამარტივებულ შესყიდვებს. ჯამში ასეთ 31 კომპანიაზე 30,343,512 ლარის ოდენობის სუბსიდია გაიცა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის,
გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის
საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის, გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
15:00 / 19.04.2024
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ
დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი
პროტესტისთვის ემზადებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
19:37 / 18.04.2024
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო
დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
19:03 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.