როგორ ამინდს ვარაუდობენ საქართველოში 5 მაისამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2 მაისს გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობსა და ბარში +11 გრადუსიდან +16-მდე შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, 5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. ამასთან, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა.



| Print |
FaceBook Twitter Google