შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა საქმე მკვლელობას ეხებოდეს. ოჯახს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იმავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მეგობარს უთხრა, როგორ გამოკეტა სამი დღის განმავლობაში მზია ბედმანიკაშვილი, რომელიც გარდაიცვალა და საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.

ოჯახმა პოლიციას  უკვე მიმართა. სამართალდამცველებმა საქმესთან დაკავშირებული პირები გამოკითხეს, მათ შორის ქეთევან ფირანიშვილიც, რომლის მონაყოლის საფუძველზეც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები.
სახლთან, სადაც შესაძლოა 69 წლის ქალის ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია დგას, სავარაუდო შემთხვევის ადგილი კი, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google