თელავში მომდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე მდგომ ქალს და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

,,ქალი, როგორც ვიცი, მასწავლებელი იყო, ბავშვი კი იმავე სკოლის მოსწავლე. სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახათ გაჩერებაზე მდგომებს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში,"-ამბობს თვითმხილველი. 

11 წლის მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობოთი მოტეხილობები აღენიშნება, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /