საქართველოში ყოველ მეოთხე პენსიონერს საპენსიო კრედიტი აქვს აღებული
საქართველოში პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სულ 341.7 მილიონი ლარის “საპენსიო სესხები” აქვთ აღებული.
ანგარიშიდან, რომელიც ეროვნულ ბანკს "ლიბერთი ბანკმა" გაუგზავნა,  ირკვევა, რომ ამ კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ია.

ამ დროისთვის, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, სულ 370,168 ასეთი სესხი იყო მოქმედი,რაც ნიშნავს იმას, თითქმის ყოველ მეოთხე პენსიონერს და სოციალურად დაუცველს მოქმედი საპენსიო კრედიტი აქვს.

საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა 923 ლარს შეადგენს. 


| Print |
FaceBook Twitter Google