საქართველოში ერთ კვირაში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში, (2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით) გამოვლენილია კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შვიდ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი.

სულ ჩატარებულია 112 564 ტესტი, მათ შორის, 101 045 სწრაფი და 11 519 PCR ტესტი.

საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტი ომიკრონის B.A.2 შტამი.
| Print |
FaceBook Twitter Google