გურჯაანის კულტურის ცენტრის რებილიტაციისთვის 815 130 ლარამდე დაიხარჯება
გურჯაანის კულტურის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის მიერ 815 130 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 23 მაისს უნდა დასრულდეს.
პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ტენდერის პირობების თანახმად,  გამარჯვებულმა კომპანიამ, ნაკისრი ვალდებულებები 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
| Print |
FaceBook Twitter Google