შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვრის მახლობლად ახალი, „რიზე-ართვინის“
აეროპორტი გაიხსნა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თურქული საინფორმაციო სააგენტო
ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აეროპორტში Turkish Airlines-ის სამგზავრო
თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის
08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში
დაეშვა.
ცნობისთვის, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული
აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. „რიზე-ართვინის
აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი
ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე
ამოავსეს. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები