კახეთს „სუფთა რეგიონის" სტატუსი მეოთხედ მიენიჭა
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსზე, ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონის" სტატუსი მიენიჭა.

პროექტი  არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა დამსწრეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მაქვს პატივი სრულიად კახეთის სახლით მივიღო "სუფთა რეგიონის" ჯილდო და კახელების სახელით მადლიერება გამოვხატო. დაგეგმილი მაქვს, ამ ღონისძიების შემდეგ, რომ დავბრუნდები კახეთში, მასშტაბურად შევკრიბო კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურების მეეზოვეები და ეს ჯილდო პირადად მივულოცო. რადგან ეს ჯილდო ეკუთვნის თოთოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე.

მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მოწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. სუფთა რეგიონის სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ"- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

კახეთმა სუფთა რეგიონის სტატუსი პირველად 2018 წელს მოიპოვა. მაშინ ასევე ნომინაციაციაში „იურიდიული პირის ეზო“ გაიმარჯვა ღვინის კომპანია GWS-მა (თელავი).

2019 წელს 8 ნომინაციიდან კახეთის რეგიონმა და წარმომადგენლებმა კახეთიდან სამ ნომინაციაში მოიპოვეს გამარჯვება:
„სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი;
„საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო;
„ლამაზი ეზო" ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო.

კახეთი მესამედ „სუფთა რეგიონი-2020" -ის კონკურსზე გამოვლინდა.


| Print |
FaceBook Twitter Google