სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“ დაიწყო
სიღნაღში, მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ "კულტურის და ხელოვნების ცენტრის" ორგანიზებით, ბავშვთა თეატრალური ფესტივალი "ქიზიყი 2022" გაიხსნა.

სამდღიანი ფესტივალი 25 მაისს საზეიმოდ დაიხურება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ ევროპელი ბავშვებიც.

დღევანდელ დღეს დაასრულებს ნუკრიანის სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარება ,, კერა", რომელიც მაყურებლის წინაშე 17.30 სთ-ზე წარსდგება.

ხვალინდელი დღის განრიგი კი ასეთია:

25-მაისი

11.00 სთ -- ველისციხე ვასო გოძიაშვილის სახელობის
სახალხო თეატრთან არსებული ბავშვთა სტუდია
12.15 სთ -- ჭიათურა თატრალური სტუდია ,, ცისკარი"
14.00 სთ -- თბილისი თეატრალური სტუდია ,,ათინათი2"
15.30 სთ-- თბილისი საბავშვო მუსიკალური თეატრი
,,ჭინჭრაქა"
17.00 სთ -- საზეიმო დახურვა.


| Print |
FaceBook Twitter Google