2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გამგზავრება იქნება შესაძლებელი
კომპანია SpaceX- ი მარსზე ადამიანების გასაშვებად, 1000-ზე მეტი Starship-ის აგებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ტვიტერზე წერს.
ილონ მასკი აპარატს თრანამედროვე „ნოეს კიდობანსაც“ უწოდებს.

ამ განცხადებით მასკმა TED-თან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ ილონ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ამ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნასა და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აპარატით საცდელ მისიას 2022 წლის ზაფხულში შეასრულებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google