წნორში,სანიაღვრე არხში 9 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში,სანიაღვრე არხში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
წინასწარი  ინფორმაციით, მოზარდი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც ქარი ამოვარდა და წვიმა დაიწყო. არასრულწლოვანი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც სავარაუდოდ, წყლის ძლიერი დინების გამო დაიხრჩო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google