გურჯაანში ფარნაოზ ბეროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო მემორიალი გაიმართა
გუშინ, 19 ივნისს, გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბმა ფარნაოზ ბეროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რიგით მეორე მემორიალს უმასპინძლა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

თამაში შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობდა. ჩემპიონის ტიტული კლუბის პედაგოგმა, ვანო მინდორაშვილმა მოიპოვა.

გურჯაანელი მოჭადრაკე გიორგი წანაწყენიშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ჭადრაკში მსოფლიო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google