გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში
დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში გურჯაანის სპორტული გაერთიანების გუნდიც მონაწილეობდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

გურჯაანელი ბეჟან სონღულაშვილი, სოსო ყალაბეგაშვილი, ლუკა ხიხაძე და გიგლა ჩუგოშვილი ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ. ხოლო ნიკა სიბაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანელმა კიკბოქსიორებმა გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google