სანქციების მიუხედავად ნავთობის ექსპორტი რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს
გასულ წელთან შედარებით რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი 55%-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

2022 წლის მაისში ჩინეთში იმპორტირებულმა რუსულმა ნავთობმა დაახლოებით 8.42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომე დღე-ღამეში რუსეთიდან 1.98 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა.

რუსული ნავთობის იმპორტით, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზე საუდის არაბეთია.

გამოცემის შეფასებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს მყიდველის მოძებნა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, მაინც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობის ფასზე სანქციების გავლენა მაინც საგრძნობია.

მაისის მიწურულსა და ივნისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილების (ემბარგოს დაწესება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე) ფონზე რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის შესყიდვა ინდოეთმაც მკვეთრად გაზარდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვაჭრეების ინფორმაციით, რუსეთიდან ენერგომატარებლები 30%-მდე დაბალ ფასად იყიდება.
| Print |
FaceBook Twitter Google