დავით სონღულაშვილი პრემიერად მის შესაძლო დანიშვნას უარყოფს
გურჯაანი- სიღნაღი- საგარეჯო დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, პრემიერად მის შესაძლო დანიშვნაა კატეგორიულად უარყოფს. სონღულაშვილი მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

განცხადებას ამის შესახებ, დეპუტატის ბიურო ავრცელებს. 

“გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა, საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული.

პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული ფეიქის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინფორმაცია დავით სონღულაშვილის შესაძლო პრემიერობის შესახებ, გუშინ,.სხვადასხვა მედია- საშუალებებით გავრცელდა.

დავით სონღულაშვილი აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
| Print |
FaceBook Twitter Google