რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკთან მდებარე, ლოსკუტივკას და რეი-ოლექსანდრივკას დასახლებები დაიპყრეს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს ლოსკუტივკას და რეი-ოლექსანდრივკას დასახლებები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს ლოსკუტივკას და რეი-ოლექსანდრივკას დასახლებები.

მათივე თქმით, მტერი განაგრძობს შეტევას სიროტინოს დასაკავებლად და მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირებისთვის ემზადება.

ეს მდინარე ქალაქებს, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის მდებარეობს.

გენშტაბის ცნობით, შავ ზღვაში გამოსაყენებლად მზად არის ხუთი სარაკეტო საკრუიზო რაკეტის გამშვები მოწყობილობა.

უკრაინელი ქვედანაყოფები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო მისიების შესრულებას გარკვეულ რაიონებში და ზარალს აყენებენ რუს ოკუპანტებს ყველა რაიონში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება.

ცნობისთვის, ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად "გაათავისუფლა".


| Print |
FaceBook Twitter Google