შარლ მიშელი-„როგორც კი რეფორმები შესრულდება, მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას“
ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ. "ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის",- განაცხადა მიშელმა "დიდი შვიდეულის" სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შაროლ მიშელი /