სტიქიამ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზა დააზიანა - მოძრაობა შეჩერებულია
ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის აღდგენის სამუშაოები. შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ გზაზე პირველ სამუშაოებს კომპანია "არალი" შეასრულებს მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში.საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები ადიდებული მდინარე თერგის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google