უკრაინაში ქალაქ ლისიჩანსკის მაცხოვრებლებს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის მცხოვრებლებს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი ტელეგრამ-არხზე წერს.

გაიდის განცხადებით, ქალაქში ურთულესი მდგომარეობაა და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევაკუირებულებს უკრაინის ტერიტორიაზე, სხვა ქალაქებში დაეხმარებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლისიჩანსკის რაიონში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია და რუსეთის სამხედრო ძალები სამხრეთიდან ქალაქის დაბლოკვას ცდილობენ.

რუსულ მედიაში აცხადებენ, რომ "სევეროდენეცკი უკრაინელი ნაცისტებისგან სრულიად განთავისუფლებულია“.
| Print |
FaceBook Twitter Google