კახა კალაძის აზრით, ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი სრული სისულელეა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის აზრით, ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი სრული სისულელეა.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია.

"ეს არის სრული სისულელე. აზრი არ აქვს, რომ მაგ პოლემიკაში შევიდეთ. ეს არის სრული სისულელე ამ სიტყვების სრული პასუხისმგებლობით. არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია ჩვეულებრივი," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - "შინ ევროპისკენ" სამოქალაქო საზოგადოებამ სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერა.

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიან ვადა მისცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google