კელი დეგნანი:“ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს“
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაატაროს ყველა ის საკანონმდებლო რეფორმა, რომლებიც ევროპული საბჭოსგან გაცემული რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.
"ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია იმოქმედოს სწრაფად, როდესაც სურს კანონმდებლობის შეცვლა. ჩვენ ვნახეთ, როდესაც დააჩქარა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ასევე ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად." - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროპული საბჭოს თანახმად, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, იმ შემთხვევაში, თუ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კელი დეგნანი /