კახეთში წიაღის უკანონო მოპოვების 62 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, 22 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 157 შემთხვევა, იმერეთშია გამოვლენილი. რაც შეეხება კახეთს, რეგიონში კანონდარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები კი ასე ნაწილდება:

• სამეგრელო-ზემო სვანეთი 66 შემთხვევა.
• აჭარა - 32.
• მცხეთა-მთიანეთი - 24.
• ქვემო ქართლი - 21.
• გურიაი - 19.
• შიდა ქართლი - 18.
• სამცხე-ჯავახეთი - 7.
• რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც ასევე 7 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა. ხოლო იმ ფაქტების მასალები , სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.



| Print |
FaceBook Twitter Google